“ევროპულ საქართველოს” აქვს აქტიურად განახლების და რაც მთავარია, ეფექტურად მუშაობის რესურსი”

ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ პარტიაში მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, "ევროპულ საქართველოს" აქვს განახლებისა და ეფექტური მუშაობის რესურსი.
"ევროპული საქართველო" რჩება პოლიტიკურ ველზე, რჩება აქტიურად, საკმაოდ გავლენიან პოლიტიკურ პარტიად. გადახალისება და ცვლილებები როგორც სტრუქტურული, ისე ორგანიზაციური, ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე არჩევნების იმ შედეგებიდან და იმ პოლიტიკური ვითარებიდან, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ბატონ დავითს ვერ დავეთანხმები, დარწმუნებული ვარ დღესაც, ყრილობის განმავლობაში და შემდეგაც, თქვენ ნახავთ, რომ "ევროპულ საქართველოს" აქვს აქტიურად განახლების რესურსი და რაც მთავარია, ეფექტურად მუშაობის რესურსი", – განაცხადა კალოიანმა.
"ევროპულ საქართველოს" ის ლიდერები ტოვებენ, რომელმაც თავის დროზე ეს პარტია შექმნეს.
თაგები:





