ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები რუსეთს – ქალაქების დაბომბვა ომის დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს


ავტორი
Front News საქართველო
ბულგარეთის, მონტენეგროს, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტები უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს გმობენ.
“შეგახსენებთ, რომ სამხედრო დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და მთელი მსოფლიოს სასამართლოების იურისდიქციაში ხვდება. ჩვენი ქვეყნების სახელით, მოვითხოვთ, რუსეთმა შეწყვიტოს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები“, – აღნიშნულია პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.
მათივე განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მიუღებელია.
“ამ კონტექსტში ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და მოკავშირეები“, – აღნიშნულია განცხადებაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს