Logo

ევროპული საბჭო საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას ეთანხმება

პოლიტიკა
1098
Frontnews image description

ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული საერთაშორისო პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტებს არაღიარებაზე შეთანხმდნენ.

 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, უკრაინაში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის არ მიიღება.

 

ევროკავშირის ინფორმაციით, ეს არის პასუხი რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

 

“ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. ევროკავშირი ერთიანად და მტკიცედ დგას ორივე ქვეყნისა და მათი მოსახლეობის გვერდით”, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები