
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ პარტია, გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მოლაპარაკებებში და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და გატარდეს ქვეყანაში ძირეული რეფორმები.
"დღეს "ევროპული საქართველო" აირჩევს ახალ ხელმძღვანელობას და წარადგენს საკუთარ ხედვას როგორც პარტიის მომავლის, ასევე ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში "ევროპული საქართველო" ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს, ამაზეც გვექნება საუბარი. "ევროპული საქართველო" აპირებს, რომ კიდევ უფრო მტკიცედ შეიტანოს წვლილი იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს რიგგარეშე არჩევნებამდე და იმისათვის, რომ მთლიანად მოხდეს ქვეყანაში გადატვირთვა მმართველობისა", – განაცხადა კანდელაკმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს