Logo

“ევროპული საქართველოს” ლიდერები და მხარდამჭერები ოპოზიციის აქციას რუსთველის მეტროდან შუერთდებიან

საზოგადოება
1422
Frontnews image description

"ევროპული საქართველოს" ლიდერები, მხარდამჭერები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რუსთველის მეტროსთან შეიკრიბნენ. ისინი ფილარმონიიდან მომავალ აქტივისტებს შეუერთდებიან და მსვლელობას ერთად გააგრძელებენ.

"რუსთაველის მეტროსთან შევიკრიბეთ "ევროპული საქართველოს" დასავლეთის ნაწილი, რომელიც უკვე შემოსულია თბილისში, დანარჩენი ნაწილი კი პირდაპირ ფილარმონიასთან მოვა. დღევანდელი პროტესტი მთლიანობაში არის მხოლოდ მსვლელობა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სამოქმედო გეგმის გაცნობით დასრულდება", – აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი ბობოხიძე.

ნიკა მელიას მხარდასაჭერად დღეს მასშტაბური აქცია იგეგმება. მსვლელობას სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებილი ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქტივისტები შეუერთდებიან. საპროტესტო მსვლელობა დასრულდება პარლამენტის შენობასთან, სადაც უკვე ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ და სამომავლო გეგმების გაცნობენ.

თაგები:

Advertisement