“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი პოსტერები გააკრეს

ავტორი
Front News საქართველო
მეორე ტურში მისვლა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემა, ესაა არა იმდენად რომელიმე პარტიისა და კანდიდატის მხარდაჭერა, არამედ მორღვევა ამ რეჟიმის, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა დღეს ქუთაისის ქუჩებში ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი პოსტერები გააკრეს. “აღარ მოეკიდო გაგებით”- ამ წარწერებით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემისაკენ მოუწოდებენ.
“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, მეორე ტურზე ქვეყნისათვის პრინციპული საკითხი წყდება.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ დაგვიჭირა მხარი, 30 ათასია მთელ ქვეყანაში, ყველას ვინც ახლოს არის ჩვენ შეხედულებებთან, მოვუწოდოთ, რომ მეორე ტურში მისვლა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემა, ესაა არა იმდენად რომელიმე პარტიისა და კანდიდატის მხარდაჭერა, არამედ მორღვევა ამ რეჟიმის. რაც პირველ ტურში ქუთაისში მოხდა და მეორე ტურში თუ ეს განმეორდა ბევრ დიდი ქალაქში, ესაა საფუძველი, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ ამ კაცისგან, რომელიც ცხოველების ფერმად ცდილობს გადაარჩინოს ჩვენი სამშობლო. არ უნდა აგვერიოს, რომ მეორე ტურში კონკრეტული პარტიის სიმპატია-არ სიმპატიაზე არაა საუბარი, ჩვენ “ნაციონალური მოძრაობისაგან” განვსხვავდებით და ნორმალურ ვითარებაში მისი მხარდაჭერისაკენ არავის მოვუწოდებდით, მაგრამ როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მსგავს საფრთხესთან გვაქვს საქმე, აქ წყდება პრინციპული საკითხი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოოვანია მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


