ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს


ავტორი
Front News საქართველო
ევროსაბჭოს კონგრესში 101 ხმით საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
რეზოლუციით მოთხოვილია დაკავებულების გათავისუფლება, აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობის შეწყვეტა და ახალი არჩევნები.
კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით, განახორციელოს შემდეგი ნაბიჯები:
დაუყოვნებლივ აღადგინოს პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის გზით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა შემცირდეს პოლარიზაცია.
გააუქმოს საკანონმდებლო აქტები, რაც არღვევს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, და თავი შეიკავოს FARA-ს ამოქმედებისგან, ამასთან, არ განახორციელოს ქმედებები, რაც მეტად შეუშლის ხელს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ექნება მსუსხავი ეფექტი მედიასაშუალებებზე ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც საბოლოოდ დააზიანებს ადგილობრივ თვითმმართველობას საქართველოში;
სრულფასოვნად გამოიძიოს თვითნებური დაკავებებისა და ძალადობრივი ქმედებების შემთხვევები მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ ადგილობრივ დონეზე – გაათავისუფლოს დაკავებულები, მათ შორის ქალბატონი მზია ამაღლობელი;
გააუქმოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი საკამათო ცვლილებები და ამ ცვლილებების საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეები აღადგინოს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა