“ევროსასამართლო ჭეშმარიტებას დაადგენს და ოლიგარქს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს”

ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე "ქართულ ოცნებას" სანერვიულო აქვს, ვინაიდან ის მათ მიერ არის "შეთითხნილი".
"არავის ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ როდესაც მოვა შესაბამისი დღე, საქმეზე ევროსასამართლო ჭეშმარიტებას დაადგენს და ოლიგარქს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს. საქმე არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი, ეს მათვე იცოდნენ, ამიტომაც ჰქონდათ 2 წელი თაროზე შედებული. ყველაფერი დადგინდება ევროპული სასამართლოს მიერ და ბუნებრივია სანერვიულო აქვს "ქართულ ოცნებას". მათი ნებაა ნერვიულობენ უფრო მეტად თუ ნაკლებად"-განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:





