ევროვიზიაზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს.
ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება.
ნუცა ბუზალაძე 5 წლიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“, შემდეგ იყო საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი, ასევე უკრავდა გიტარაზე. 8 წლიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა.
წლების განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული 10-ზე მეტ კონკურსში და ბევრჯერ მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
2019 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Nutsa22“, რომელიც აერთიანებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებს. 2023 წლამდე, პარალელურად, ლოს-ანჯელეს და დუბაიში მღეროდა თეატრში და მართავდა კონცერტებს. 2023 წელს ნუცამ მონაწილეობა მიიღო პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუში – American Idol, სადაც top 12 მონაწილეში მოხვდა, ხოლო შოუს ფინალში შეასრულა დუეტი ავსტრალიელ პოპვარსკვლავთან, კაილი მინოუგთან ერთად.
თაგები:
ნუცა ბუზალაძე




