EWMI – ინსტიტუტის საქმიანობა არასდროს ემხრობა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირებულ პირებს

ავტორი
Front News საქართველო
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) “ხალხის ძალას” პასუხობს და აცხადებს, რომ მათი საქმიანობა ყოველთვის ნეიტრალური იყო.
“საქართველოში ინსტიტუტის საქმიანობის განსაკუთრებული აქცენტი იყო – მოსამართლეთა და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლება, სასამართლოს მომხმარებელთა საჭიროებების შესაბამისად სასამართლოს პასუხისმგებლობის გაზრდა და სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურების შემცირება.
იურიდიული განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერით, ინსტიტუტი დაეხმარა იურისტთა ახალ თაობას, რომ ფლობდნენ პრაქტიკულ უნარებს და გააცნობიერონ, თუ როგორ შეიძლება კანონი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი. ინსტიტუტი ასევე დაეხმარა საქართველოში უფასო სამართლებრივი დახმარების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებას და მუშაობდა დაუცველთა, განსაკუთრებით ქალების, ბავშვების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე.
ინსტიტუტმა დიდი სამუშაო გასწია და მისი საქმიანობა არასდროს არ ემხრობა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირებულ პირებს. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა ხელისუფლებაში, ინსტიტუტი და მისი პარტნიორები ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, რათა უზრუნველყოთ გამჭვირვალობა საკუთარი საქმიანობის განხორციელების დროს.
ინსტიტუტი, გააგრძელებს არაპარტიული ხასიათის საქმიანობის განხორციელებას, საქართველოში კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ხალხის ძალა




