
ავტორი
Front News საქართველო
მომავალ კვირას კომპანია Facebook სახელწოდების შეცვლას გეგმავს.
როგორც The Verge საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ახალმა სახელწოდებამ უნდა ასახოს კორპორაციის მისწრაფება, შექმნას ვირტუალური მსოფლიო – ე.წ. მეტასამყარო.
სავარაუდოდ, Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი რებრენდინგის შესახებ ყოველწლიურ კონფერენციაზე Connect განაცხადებს, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება.
წყაროს ცნობით, ახალი სახელწოდება ამ ეტაპზე კორპორაციის ხელმძღვანელობისთვისაც კი უცნობია.
The Verge-ის მონაცემებით, ახალი სახელწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს Horizon-ს – Facebook-ის ახალ აპლიკაციას, რომელიც ვირტუალურ ოფისებში მუშაობისთვის გამოიყენება.
კომპანიაში სახელწოდების შეცვლის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
თაგები:
ფეისბუქი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს