FBI-ის აგენტები ტრამპის სახლში ატომურ იარაღთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ეძებდნენ


ავტორი
Front News საქართველო
FBI-ის ჩხრეკა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლში ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტების ძებნას შეეხებოდა, – ამის შესახებ The Washington Post წერს.
გამოცემის ცნობით, უწყების რეიდი ადასტურებს ქვეყნის ხელისუფლების მაღალ შეშფოთებას საიდუმლო მონაცემების და მისი უცხო ხელში ჩავარდნის რისკთან დაკავშირებით.
“წყაროებმა არ მოგვაწოდეს დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას ეძებდნენ FBI-ის აგენტები, მათ შორის იყო თუ არა ეს შეერთებული შტატების ან რომელიმე სხვა ქვეყნის კუთვნილ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული. მათ ასევე არ უთქვამთ, აღმოჩინეს თუ არა ასეთი დოკუმენტები ჩხრეკისას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც WP აღნიშნავს, მასალა ბირთვულ იარაღზე განსაკუთრებით კონფიდენციალურია და ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია მხოლოდ საჯარო მოხელეთა შეზღუდული წრისთვის.
გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ამერიკულ იარაღზე მასალების გამოქვეყნება საჩუქარი იქნებოდა სახელმწიფოს ოპონენტებისთვის, რომლებსაც სურთ ამ სისტემებთან დაპირისპირების გზების შემუშავება.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს