Logo

“FIA Rally Star Georgia”-ს ფინალური ეტაპი 14 მარტს გაიმართება

საზოგადოება
373
Frontnews image description

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ 4-წლიანი მასშტაბური პროექტი სახელწოდებით "FIA Rally Star" დაიწყო, რომელსაც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციაც უერთდება.

პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების   აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო დისციპლინის "რალის" სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბებაა.

პროექტში მონაწილე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრი 140-ზე მეტი ქვეყნიდან, სწორედ საქართველო გახდა პირველი, რომელმაც "Fia Rally Star" გახსნა.

პროექტის ფარგლებში დარჩენილია ბოლო მესამე შესარჩევი ეტაპი, რომელიც 7 მარტს, ქუთაისში, "აია არენას" ავტოსადგომზე, დილის 09:00 საათიდან დაიწყება.  "FIA Rally Star Georgia"-ს დასკვნით შესარჩევზე, რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. მონაწილეობის მიღება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მაცხოვრებელს შეუძლია, ვინც კი ოცნებობს პროფესიონალ ავტომრბოლელობაზე და ვისთვისაც სისწრაფე, ადრენალინი, რისკი, ავტომობილის მართვა და გამარჯვებისთვის ბრძოლა ცხოვრების ნაწილია.

საქართველოს ფინალურ ეტაპზე, რომელიც 14 მარტსაა დაგეგმილი, კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად გამარჯვებულები თბილისში გამოვლინდებიან.

 

თაგები:

Advertisement