FinOps თიბისიში – ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციულ პროცესებზე ორიენტირება


ავტორი
Front News საქართველო
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვანი და On-premise სერვისების ხარჯების მართვა ეფექტურად შეძლონ.
თიბისი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ პრაქტიკას ბანკში იყენებს. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როცა FinOps-ის ათვისება თიბისისთვის რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო გახდა აუცილებელი, რაც ბიზნესის მოთხოვნების ეფექტურობის, მოქნილობისა და ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას უკავშირდება.
პროცესი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა კომპანია სრულიად ახალი, ინოვაციური მიდგომის დანერგვას ცდილობს. ამ ცვლილების დანერგვაზე მომუშავე გუნდმა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, კომპანიას მისცა ფინანსური გამჭვირვალობის, ეფექტიანი რესურსების გამოყენებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების განხორციელების საშუალება.
თიბისი იაზრებს, რომ FinOps მეთოდოლოგია კომპანიაში მუდმივად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების მისაღებად, თიბისის ტექგუნდის წევრები FinOps კონფერენციაზეც იმყოფებოდნენ.
კომპანიაში FinOps-ის წარმატებული დანერგვის შემდეგ, თიბისიმ ამ პრაქტიკაზე საუბარი და დისკუსია უკვე ორგანიზაციის გარეთ დაიწყო.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვლილი ნაბიჯებით სხვა კომპანიებსაც გავუმარტივოთ იმავე გზის გავლა და ეს გამოცდილება გავუზიაროთ. სწორედ ამიტომ, ამ თემაზე სასაუბროდ საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენციის – Change Inspire-ს სცენა გამოვიყენეთ და ტექკომუნას გავუზიარეთ ბანკის ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე”, – აცხადებს იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.
(R)
თაგები:
თიბისი

ყველაფერი ბიზნესისთვის – ფინანსური მხარდაჭერის მრავალფეროვნება და მარტივი პროცესები თიბისიში

დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს – რა გიშლით ხელს, დაასახელოთ აშშ-ს ფინანსური და იდეოლოგიური ქოლგის ქვეშ მყოფი უკრაინელი და ქართველი პოლიტიკური და “არასამთავრობო” პირები, რომლებიც ФСБ-ს სახელმძღვანელოებით უბიძგებენ ხელისუფლებას ომში ჩათრევისაკენ

ირაკლი ღარიბაშვილი – საკადრო ცვლილებების მიზეზი და მიზანი არის ის, რომ კიდევ უფო მეტი შედეგი მინდა, უფრო მეტი ეფექტურობა, მეტი საქმე და ის ტემპი, რომელიც მე მაქვს, იყოს შესაბამისობაში