Logo

ჰადადი - ეს ტრაექტორია ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და ჩვენ ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ

პოლიტიკა
249
Frontnews image description

"ქართული ოცნების" ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს ტრაექტორია ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას.

"ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია. დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო შეხვედრაში პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, რომელიც ინიციირებული იყო სტივენ დოუთის მიერ.

ეს ტრაექტორია ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და ჩვენ ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, – წერს ჰადადი.

თაგები:

Advertisement