Logo

Front News-ის განცხადება

საზოგადოება
1442
Frontnews image description

Front News-ს დღეს მიაწოდეს ინფორმაცია რაჭაში, სტიქიას გადარჩენილ რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებით, რომლებიც თითქოს დახმარებას ითხოვდნენ, მათ შორის დასახელებული იყო ერთ-ერთის სახელი და გვარი, რომ მან მასწავლებელთან დარეკა, თქვა, რომ იმყოფებოდა ტყეში დედა-შვილთან ერთად და ითხოვდა დახმარებას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ვითარებაში წარმოუდგენლად მივიჩნიეთ არასწორი ინფორმაციის მოწოდება, ოფიციალური უწყებებისგან დადასტურების გარეშე მოხდა მისი გავრცელება. მალევე, გადამოწმების შემდეგ, მოწოდებული ინფორმაცია არ დადასტურდა. დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და როგორც პასუხისმგებლობიანი მედია ბოდიშს ვიხდით თითოეული ადამიანის წინაშე, ვისაც არასწორი მოლოდინი გავუჩინეთ და გავრცელებული ამბით დამატებითი სტრესი მივაყენეთ.

 

ვუსამძიმრებთ ყველა დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს და ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის უდიდესი სურვილია, დაკარგული ადამიანები უვნებლები დაბრუნდნენ. ვწუხვართ მომხდარის გამო.

 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები