G20-ის სამიტს პუტინის ნაცვლად ლავროვი დაესწრება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს G20-ის სამიტში მონაწილეობაზე, კრემლი ცდილობს დაიცვას იგი პოტენციური მაღალი დონის დაძაბულობისგან უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, – ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, პუტინი ამ გადაწყვეტილებით თავიდან აიცილებს დაპირისპირებებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, რომელმაც კრემლის ხელმძღვანელს სამხედრო დამნაშავე უწოდა. რუსული მხარე ასევე შეშფოთებულია, რომ ევროპელი ლიდერები სამიტზე პრეზიდენტს თავს აარიდებენ.
ამავდროულად, რუსეთი პუტინის ნაცვლად სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გაგზავნას გეგმავს.
მარტში ბაიდენმა განაცხადა G20-დან რუსეთის გარიცხვის აუცილებლობის შესახებ უკრაინაში შეჭრის გამო, რამაც გამოიწვია ყველაზე დიდი კონფლიქტი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ასევე გააჩინა ბირთვული შიში.
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებაზე ნეიტრალური პოზიციის შესანარჩუნებლად, თუმცა სამიტზე სტუმრად მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა სამიტში, რომელსაც პუტინი დაესწრებდა. ზელენსკი G20-ს სავარაუდოდ, ონლაინ შეუერთდება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს