“გადაიწია მარტის ბოლოსკენ, ჯერ ზუსტი რიცხვები არ ვიცით “ფაიზერთან” მიმართებაში”


ავტორი
Front News საქართველო
დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა.
გამყრელიძის განმარტებით, დიდი დეფიციტია ევროკავშირში, განსაკუთრებით, "ფაიზერმა" და "მოდერნამ" ვერ შეასრულეს ევროკავშირის დაკვეთები.
"ფაიზერი არის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი დღეს და მას უნდა რომ ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, ამიტომაც პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომლითაც კოვაქსიდან უნდა მოვმარაგებულიყავით, ჩვენ შევდიოდით იმ 18 ქვეყანაში, 4 მათ შორის იყო ევროპული, და გადაიწია ეს მარტის ბოლოსკენ, ჯერ ზუსტი რიცვხები არ ვიცით "ფაიზერთან" მიმართებაში", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს