გადატრიალება სუდანში – დაღუპულთა რიცხი 100-ს უახლოვდება, საავადმყოფოებში მარაგი ამოიწურა


ავტორი
Front News საქართველო
სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეტაკების შედეგად სულ მცირე 97 ადამიანი დაიღუპა. დედაქალაქის საავადმყოფოებს სამედიცინო მარაგი ეწურება, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სუდანის ექიმთა პროფკავშირმა 17 აპრილის დილით გამოაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების შედეგად 97 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა სულ მცირე 365.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საავადმყოფოებს მარაგები ეწურება, დაზარალებულებს კი მედიკამენტები არ ჰყოფნით.
“ხარტუმში (სუდანის დედაქალაქი) ცხრა საავადმყოფოდან რამდენიმეს, რომლებიც იღებენ დაშავებულ მშვიდობიან მოსახლეობას, ამოეწურა სისხლი, სისხლის გადასხმის მოწყობილობა, ინტრავენური სითხეები და სხვა სიცოცხლის გადამრჩენი საშუალებები”, – განაცხადეს ჯანმო-ში.
15 აპრილს, სუდანის დედაქალაქში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სამხედრო გადატრიალების პირველ დღეს ცნობილი იყო 25 ადამიანის დაღუპვის შესახებ.
16 აპრილს ბრძოლები გაგრძელდა საერთაშორისო აეროპორტისა და ხარტუმის სამხედრო შტაბის გარშემო. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ არმიამ ავიაციით სწრაფი დაჯგუფების ყაზარმებს და ბაზებს დაარტყა.
თაგები:
მსხვერპლი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს