
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების წერილს პასუხობს, სადაც დიპლომატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით აღებულ ვალდებულებებს ახსენებენ და მისი შესრულებისკენ მოუწოდებენ.
წერილში განსკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მართლმსაჯულების რეფორმაზე და ამ კუთხით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების პროცესზე.
"როდესაც საუბარია სასამართლო რეფორმაზე, მითითებულია, რომ სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლის გაზაფხულის ჩათვლით. ბუნებრივია, როდესაც საუბარი ეხება დანიშვნებს, ძალიან რთულია დაელოდო ერთწლიან პერიოდს, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავხედავთ ყველაფერს, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისე, როგორც ეს არის საჭირო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის"-აცხადებს კობახიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს