“გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს ზუსტად და ადამიანის უფლებების დაცვით, მაქსიმალურად კორექტულად”


ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა სამართალდამცავს, აღსრულების პროცესში დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძენ აღნიშნა, „ქართული ოცნება“არასდროს დავემსგავსებით „ნაცმოძრაობას“ და ოკუპანტ ძალს, ვითომ, ვისაც ისინი ებრძვიან.
„ჩვენ ნებისმიერი საკითხის, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება თუ სხვა, რომელიც სავალდებულოა აღსასრულებლად, ვერ ვიმოქმედებთ ისე, რომ არ დავიცვათ, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ვიცით, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია, რათა მოხდეს უკიდურესი პროვოკაცია. „ნაცმოძრაობის“ გეგმის ნაწილია პროვოკაციების მოწყობა და დესტრუქციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩაგვითრიონ, პროვოკაციაში. გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს ზუსტად და ადამიანის უფლებების დაცვით, მაქსიმალურად კორექტულად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს