Logo

გადაუღებელმა წვიმამ და სეტყვამ საგურამოში პრობლემები შექმნა

საზოგადოება
1157
Frontnews image description

ერთსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ და სეტყვამ საგურამო დააზარალა. 

 

მოვარდნილმა წყალმა დააზიანა გზები. წყლის ნაკადი ეზოებში შეიჭრა. განადგურებულია ადგილობრივი მოსახლეობის ნათესები და დახოცილია შინაური ფრინველი.

 

უხვმა ნალექმა საგურამოში ასევე, შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა. 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საავტომობილო გზებზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თაგები:

წვიმა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები