გაერო-ს გენერალური მდივანი რუსეთის მიერ ოდესის პორტზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს


ავტორი
Front News საქართველო
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში რუსეთის მიერ ოდესის პორტზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს.
მისი თქმით, გუშინ სტამბოლში ყველა მხარემ აიღო ვალდებულება უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
“ეს პროდუქტები აუცილებელია გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად და მილიონობით ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ მთელ მსოფლიოში. შეთანხმების სრული განხორციელება სავალდებულოა რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის მიერ”, – ნათქვამია გუტიერეშის განცხადებაში.
რუსეთმა დღეს ოდესის პორტზე სარაკეტო დატყმა განახორციელა. დაბომბვის დროს პორტში ექსპორტისთვის განკუთვნილი მარცვლეული იყო, რაზეც სტამბოლში 22 ივლისს შეთანხმდნენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს