გაეროს მონაცემებით, რუსული აგრესიის მსხვერპლი უკრაინაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გახდა


ავტორი
Front News საქართველო
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები უკრაინაში განზრახ ანადგურებენ საცხოვრებელ შენობებს და არასამხედრო ობიექტებს და ომის ერთი თვის განმავლობაში რუსული არმიის მსხვერპლი 1000-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი გახდა.
მსხვერპლთა შორის 214 კაცია; 160 ქალი; 14 გოგონა და 28 ბიჭი.
კიდევ 571 ზრდასრულისა და 48 ბავშვის სქესი დადგენილი არ არის.
დაშავებულთა შორის: 181 კაცია; 140 ქალი; 28 გოგონა და 23 ბიჭი.
კიდევ 1211 ზრდასრულისა და 67 ბავშვის სქესი დადგენილი არ არის.
გაეროს მონაცემებით, ადამიანების უმეტესობა მძიმე არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, რაკეტებისა და საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს