Logo

გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

Frontnews image description

გაერთიანებული სამეფო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს.

"გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს. ბატონ გახელაძეს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 12 წლითა და 6 თვით უკანონო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება.

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ზაზა გახელაძეს ოკუპირებულ ცხინვალში  ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

თაგები:

Advertisement