Logo

გაეცანით "საქართველოს ბანკისა" და QuickShipper-ის შეთავაზებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

პოლიტიკა
117
Frontnews image description

"საქართველოს ბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა და პლატფორმა QuickShipper-მა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთობლივი შეთავაზება მოამზდეს. შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესებისთვის საკურიერო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო მარტივდება.  

პლატფორმა 10-მდე საკურიერო კომპანიას აერთიანებს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეადარონ მომსახურების საფასური და მიტანის დრო, ხოლო შემდეგ შეარჩიონ სასურველი კურიერი.

ამასთანავე, QuickShipper-ის Drop The Pin ფუნქციონალით მერჩანტებს შესაძლებლობა აქვთ, ადრესატების ზუსტი მისამართი სწრაფად, რამდენიმე ნაბიჯით დაადგინონ:

  • ბიზნესს პლატფორმაზე შეჰყავს ერთი, ან რამდენიმე ადრესატის საკონტაქტო ინფორმაცია და უგზავნის მას პერსონალიზირებულ შეტყობინებას მისამართის დაზუსტების მოთხოვნით;

  • ადრესატი იღებს ბმულს, რომელზეც ის თავად შეძლებს ზუსტი მისამართის მონიშნვას;

  • მისამართის დადგენის შემდეგ, კი  ბიზნესი ირჩევს, თუ რომელი კურიერი წაიღებს ამანათს -  საკუთარი თუ ქვიქშიფერის პარტნიორი კომპანიის კურიერი.

QuickShipper-ის და საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში კი:

  • ახალი მომხმარებლები განახორციელებენ პირველ მიტანას საკომისიოს გარეშე და ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ ექნებათ წვდომა QuickShipper-ის პლატფორმაზე;

  • არსებული მომხმარებლები კი ერთი თვის განმავლობაში პლატფორმის საკომისიოზე  50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

"საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლითაც მათი ყოველდღიური პროცესები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. QuickShipper-თან პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ბიზნესებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მიიღონ სწრაფი და მოქნილი საკურიერო მომსახურება. გვჯერა, რომ ეს შეთავაზება მათ მნიშვნელოვნად დაუზოგავს რესურსებს და განვითარების დამატებით შესაძლებლობას მისცემს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

(R)

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები