
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნამოხვანჰესის საკითხს ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხის ირგვლივ საზოგადოების ინფორმირებულობა და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.
"ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს ექსპერტული ანალიზის საფუძველზე. ასევე რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია იმისათვის, რომ თითოეულ დეტალთან დაკავშირებით საზოგადოების წევრებს ჰქონდეთ ინფორმაცია. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, გაგრძელდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჰესის მშენებლობას", – აცხადებს კობახიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს