გაიდაი – იზიუმისა და ლიმანის მიდამოებში ბრძოლა გრძელდება, მაგრამ მტერი 2014 წელს ოკუპირებული ქალაქებიდანაც კი გარბის


ავტორი
Front News საქართველო
იზიუმისა და ლიმანის მიდამოებში სასტიკი ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა აშკარაა, რომ რუსული არმია გარბის, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
“აწყობენ მოპარულ ნივთებს და გარბიან, გარბიან იმ ქალაქებიდანაც კი, რომლის ოკუპაციაც ჯერ კიდევ 2014 წელს მოახდინეს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ხვალაც კი, საოცარ ამბებს გავიგებთ სვატოვოდან, კრემენნაიადან, რუბიჟნოედან და ა.შ.
არ უნდა ველოდოთ, რომ ხვალ გავათავისუფლებთ მთელ ლუგანსკის რეგიონს, მაგრამ პროგრესი უზარმაზარია. ბრძოლა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ დამპყრობლები ყველა დასახლებული პუნქტიდან გარბიან”, – განაცხადა გაიდაიმ.
უკრაინელი სამხედროები იზიუმში გუშინ შევიდნენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში უკვე 70 კმ-ით წინ წაიწიეს და იზიუმი შესაძლოა, 48 საათში სრულად გაათავისუფლონ.
