Logo

გაიდაი – რუსები სევეროდონეცკში შეღწევას 4 მიმართულებიდან ცდილობდნენ, თუმცა დანაკარგის შემდეგ უკან დაიხიეს

უკრაინა
1172
Frontnews image description

რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკში შეღწევას ცდილობდნენ, თუმცა დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი Telegram-ში წერს.

 

“რუსებმა სცადეს სევეროდონეცკში შეჭრა ოთხივე მხრიდან, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს და უკან დაიხიეს. მტერმა განახორციელა შეტევითი ოპერაციები ოსკოლონივკას, პურდივკას, შცედრიშჩევოსა და სმოლიანინოვოს რაიონებში… საცხოვრებელი უბნების საარტილერიო დაბომბვა გრძელდება.  დაზარალდა თითქმის ყველა კონტროლირებადი დასახლება. სევეროდონეცსკა და ლისიჩანსკს შორის, მატარებლის სადგურთან ახლოს ხიდი დაინგრა. გარდა ამისა, დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებიც სამხედრო ტექნიკას ფოტოებს უღებდნენ”, – აცხადებს გაიდაი.

 

მისივე თქმით, დღის განმავლობაში სევეროდონეცკში ოკუპანტებმა 7 სახლი დააზიანეს, ლისიჩანსკში – 5. ასევე, 5 სახლი განადგურდა ტოშკოვკასა და ნიკროვოში, 4 – ვრუბივკაში, 3 – გირსკსა და ზოლოტოვოში, 1 – პრივილში. ამ დრომდე არ არის დაზუსტებული ნოვოდრუჟესკის დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლების რაოდენობა, ასევე ვრუბოვკაში, რომელზეც მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა.

თაგები:

Advertisement