“გაიმართება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, შემდეგ კიდევ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობით”

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დღეს საღამოს მმართველი გუნდის მონაწილეობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელელთან კრისტიან დანიელსონთან კიდევ ერთი შეხვდერა გაიმართება.
როგორც კობახიძემ დანიელოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე დიალოგის კონკრეტულ შედეგებზე ვერ ისუბრებს.
„დღეს გაიმართა შეხვედრა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აშშ-ის ელჩთან. განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც პოლიტიკური დიალოგს უკავშირდება. ჩვენ ვართ შეთანხმებული პარტნიორებთან, რომ ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ ამ დიალოგის დეტალებზე, რადგან დისკუსიები გრძელდება, გაიმართება უახლოეს საათებში შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ კიდევ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობით. შესაბამისად, ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს და ვიდრე არ დასრულდება მანამდე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


