“გახარია 3 დღით ადრე გვარწმუნებდა ჩვენ ყველას, რომ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა იყო აუცილებელი”

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის დროს გიორგი გახარია უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა იმაში, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ.
ნიკოლოზ სამხარაძემ "დღის კურიერში" განაცხადა, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო 3 დღის შემდეგ გიორგი გახარიას განცხადება გადადგომის შესახებ.
"გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, ვისაც შეიძლებოდა ცოტა განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა იმაში, რომ ნიკა მელიას უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი აუცილებლად იმიტომ, რომ სხვა მხრივ ეს არ იქნებოდა სწორი სამართლებრივად.
შემდეგ რატომ შეიცვალა პოზიცია არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ამას მე პირველად არ ვამბობ, იმ დღესაც ვთქვი, როდესაც მან გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, მე ვთქვი, რომ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის და გასაკვირი იმიტომ, რომ 3 დღით ადრე გვარწმუნებდა ჩვენ ყველას, რომ იმუნიტეტის მოხსნა იყო აუცილებელი", – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


