გახარია პრეზიდენტის განცხადებაზე – ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური განცხადება


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიამ ოზურგეთში პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა და პრეზიდენტის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი.
“ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც პოლიტიკური შეფასებები, ასევე სამომავლოდ მისი მოწოდება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. ეს არის ის, რასაც ჩვენგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოელიან. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სურვილია ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი კულტურული იდენტობით დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ. ეს ჩვენი არჩევანია და შესაბამისად ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ ჩვენ გარკვეულ სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. ამას რა თქმა უნდა, სჭირდება რეფორმები, ამას სჭირდება გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები და ტენდენციები, რომელსაც მმართველი ხელისუფლება, ასე ვთქვათ, მიმართავს, აჩენს ეჭვებს, რომ ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ უკან თუ არ ვიხევთ, ერთ ადგილზე ვდგევართ“, – განაცხადა გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა