"გახარია საქართველოსთვის“ და "ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იქნება

ავტორი
Front News საქართველო
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა რიყის პარკში გაიმართა. კუპრაძე კანდიდატად ალეკო ელისაშვილმა წარადგინა.
„ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, სოფლები“ – ეს არის ორი პოლიტიკური პარტიის საერთო ლოზუნგი 4 ოქტომბრის არჩევნებზე.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გასულ თვეში გააფორმეს.
თაგები:
ირაკლი კუპრაძე




