“გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა ირაკლი ჩხაიძემ გახარიას პარტია დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
“გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა ირაკლი ჩხაიძემ გახარიას პარტია დატოვა, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სიის მეოთხე ნომერი იყო.
როგორც ჩხაიძე სოციალურ ქსელში წერს, გახარიას პარტია დღემდე ატყუებს მის წევრებს, რომ ამ პარტიის ლიდერები „შეთანხმებულად მოქმედებენ“, რაც ბლეფია, შესაბამისად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გავწევრიანდი პოლიტიკურ პარტიაში ,,გახარია საქართველოსთვის“, დღემდე ვარ ამ პარტიის წევრი. დღემდე არწმუნებენ და ატყუებენ პარტიის წევრებს, რომ ამ პარტიის ლიდერები “შეთანხმებულად მოქმედებენ”, რაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტური ბლეფია! ამიტომ დღეს ვტოვებ პარტიას!
პარტიის მენეჯმენტს შეუძლია ჩემი ეს განცხადება ოფიციალურ მიმართვად ჩათვალოს”, – წერს ირაკლი ჩხაიძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს