გალანტი – “ჰამასმა” დაკარგა კონტროლი ღაზაზე, ტერორისტები სამხრეთით გარბიან


ავტორი
Front News საქართველო
“ჰამასმა” დაკარგა კონტროლი ღაზას სექტორზე, IDF კი ღაზას ქალაქის სრული აღებისკენ მიიწევს, ტერორისტები სამხრეთით გარბიან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.
“არ არსებობს “ჰამასის” არცერთი ძალა, რომელსაც შეუძლია IDF-ის შეჩერება. IDF მიიწევს ყველა პუნქტამდე. “ჰამასმა” დაკარგა კონტროლი ღაზაზე. ტერორისტები გარბიან სამხრეთით. მშვიდობიანი მოქალაქეები ძარცვავენ “ჰამასის” ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა ხელისუფლების მიმართ”, – განაცხადა მინისტრმა.
გალანტის თქმით, ისრაელის ჯარები წინ მიიწევენ “გეგმების მიხედვით და ასრულებენ ამოცანებს სიზუსტით“.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში IDF-მა “გაააქტიურა“ თავისი ქმედებები “ჰამასის” გვირაბების წინააღმდეგ.
“ჩვენ ვმუშაობთ მიზნების მისაღწევად. ჩვენ არ გვაქვს წამმზომი. ჩვენ გვაქვს მიზნები. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს”, – განაცხადა გალანტმა.
თაგები:
ისრაელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს