გალიფ ოზთურქი – ჩამოვედი კეთილი საქმეებისთვის, აქ ვარ, როგორც შანტაჟის მსხვერპლი


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე განიხილა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქს მარიხუანას შეძენა-შენახვა-გადაზიდვას ედავებიან.
ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. როგორც თენგიზ კახიძემ განმარტა, დასკვნით დგინდება, რომ ბიზნესმენი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი არ იყო.
ბინზესმენი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.
თავად ოზთურქი სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო.
“საქართველო ვიცი, როგორც სამართლიანი. ვენდობი თქვენს სასამართლოს. შეხება არ მქონია ამ საქმესთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან და მჯერა, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. საქართველოში ბიზნესისა და ტურიზმის გარდა არაფერი გამიკეთებია. აქ დანაშაულების საკეთებლად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი კეთილი საქმეებისთვის. აქ ვარ, როგორც შანტაჟის მსხვერპლი“, – განაცხადა ოზთურქმა პროცესზე.
გალიფ ოზთურქი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 31 მაისს დააკავეს. ის პატიმრობაში იმყოფება. გამოძიების ვერსიით, მას შვიდ გრამზე მეტი კოკაინი აღმოაჩნდა.
თაგები:
გალიფ ოზთურქი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს