გალიფ ოზთურქი – რვა წელია, საქართველოში ვიმყოფები, სიკეთის გარდა, არაფერი მიკეთებია, წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმები


ავტორი
Front News საქართველო
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბიზნესმენი მის დაკავებას გაუგებრობას უწოდებს.
“რვა წელია, საქართველოში ვიმყოფები. სიკეთის გარდა, არაფერი მიკეთებია. სახელმწიფოს ბიზნესპროექტების განხორციელებაში ვეხმარებოდი. უარვყოფ წარდგენილ ბრალდებას და არ ვეთანხმები. ვაპირებ, რომ სამართლებრივი ბრძოლა გავაგრძელო. შემიძლია, გირაოს სახით რამდენიმემილიონიანი ქონება შემოგთავაზოთ, მათ შორის, ერთი მილიონი ლარი. თუ სასამართლოს სურვილი აქვს, შეუძლია, გაზარდოს გირაოს ოდენობა. თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, ელექტრონული მონიტორინგის ქვეშ ვიქნები. მიყვარს საქართველო, დიდ პატივს ვცემ ქართველებს, მთელი რესურსი აქ მაქვს ჩადებული და წასვლას არსად ვაპირებ“, – განაცხადა გალიფ ოზთურქმა სასამართლო პროცესზე.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს ჩაინიშნა.
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბრალდება დღეს წარუდგინა.
თაგები:
გალიფ ოზთურქი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს