Galt & Taggart საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ ვებინარს გამართავს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში უმსხვილესი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია, Galt & Taggart 18 აპრილს, 19:00 საათზე საფონდო ბირჟების პირველი კვარტლის შეჯამებისა და ფასიანი ქაღალდების ანალიზის შესახებ ვებინარს გამართავს.
ვებინარს Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი, დავით ნიშნიანიძე და ასოცირებული ბროკერი, ნიკა მაზანაშვილი გაუძღვებიან.
ვებინარის პირველი ნაწილი დაეთმობა საფონდო ბირჟებზე წლის პირველ კვარტალში განვითარებულ მოვლენებს. სპიკერები მიმოიხილავენ მთავარ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და მათ გავლენას სექტორებსა და კომპანიებზე. ასევე, ისაუბრებენ, თუ რა მოლოდინებია ბირჟებზე მომდევნო სამი კვარტლის მიმართ.
ვებინარის მეორე ნაწილში კი სპიკერები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ აქციები ან ფონდები და რომელ ფინანსურ მაჩვენებლებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ინვესტირებისას.
“მოხარული ვართ, რომ ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ვებინარის დახმარებით გაეცნონ საფონდო ბირჟების შესახებ სიღრმისეულ, კვლევებზე დაფუძნებულ მიმოხილვას და გაიგონ მეტი ინვესტირების პრაქტიკულ მხარეზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილებით, მომხმარებლებს ვთავაზობთ საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო მომსახურების ყველაზე ფართო არჩევანს, ამასთან, ვაძლევთ შესაძლებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და ივაჭრონ გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით“, – აცხადებენ Galt & Taggart-ში.
ვებინარზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://galtandtaggart.com/ka/lead-from-analysis
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეხვედრის ბმულს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა