გალტ & თაგარტი საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საფონდო ბირჟის ტენდენციების შესახებ ვებინარს გამართავს

ავტორი
Front News საქართველო
მათთვის, ვისაც საფონდო ბირჟაზე არსებული ტენდენციები აინტერესებს და სურს გაიგოს, რა შესაძლებლობები არსებობს გლობალურ ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით, გალტ & თაგარტი ონლაინ შეხვედრას გამართავს. ვებინარი 24 იანვარს, 19:00 საათზე გაიმართება და მისი მთავარი თემა “საინვესტიციო შესაძლებლობები და საფონდო ბირჟის ტენდენციები“ იქნება.
შეხვედრაზე სპიკერები – ნიკოლოზ მაზანაშვილი, გალტ & თაგარტის ასოცირებული ბროკერი და დავით ნიშნიანიძე, გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, ინვესტირების ძირითად პრინციპებზე, 2023 წელს საფონდო ბირჟაზე გამოკვეთილ ტენდენციებსა და 2024 წლის მოლოდინებზე ისაუბრებენ.
ამასთან, ისინი აუდიტორიას გალტ & თაგარტის სერვისებსა და მათი მეშვეობით გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე შექმნილ საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობენ.
ვებინარზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


