გალტ & თაგარტის ჩართულობით, სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს შემდეგ, გალტ & თაგარტი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამას სომხეთში ახორციელებს. გალტ & თაგარტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია Ameria Management Advisory-თან ერთად, სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშემწყობი პროგრამის იმპლემენტატორია. ინიციატივა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან პარტნიორობით ხორციელდება.
პროგრამის მიზანია, კაპიტალის ბაზარზე კორპორატიული ემიტენტების აქტივობის ზრდის ხელშეწყობა, საჭირო ხარჯების თანადაფინანსებისა და კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარების გზით.
პროექტის სტრატეგიულ მიზნებს შორისაა:
საგანმანათლებლო მექანიზმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
წამახალისებელი მექანიზმის შემუშავება, რომელიც შერჩეულ კომპანიებს კაპიტალის ბაზარზე წვდომაში დაეხმარება;
თანადაფინანსების მექანიზმის დანერგვა: შერჩეული კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება.
“გალტ & თაგარტისთვის საამაყოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რეგიონის მასშტაბით კაპიტალის ბაზრების განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მსგავსი ინიციატივა უკვე წარმატებით დავნერგეთ საქართველოში და მოხარული ვართ, რომ ამჯერად გამოცდილებას სომხეთის ბაზარს ვუზიარებთ. ეს პროგრამა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სომხური კომპანიებისთვის, რათა გაზარდონ საჭირო კაპიტალზე ხელმისაწვდომობა. გვჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ სომხეთში კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის გაძლიერებაში, რაც საბოლოოდ ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს" - აცხადებს თამთა გორგაძე, გალტ & თაგარტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.
(R)
თაგები:
გალტ & თაგარტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს