გალტ & თაგარტმა Caspian Investment Forum-ის მე-20 საიუბილეო ფორუმზე მონაწილეობა მიიღო

ავტორი
Front News საქართველო
წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გუნდის წევრებმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო „Caspian Investment Forum“-ის მე-20 საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს. შეხვედრაზე რეგიონში ფინანსური სექტორის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები კაპიტალის ბაზრების განვითარების, ინვესტიციების ზრდისა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე სადისკუსიოდ შეკრიბნენ.
ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პანელური დისკუსია „Trading of Securities in the Secondary Market“, რომელშიც გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ქეთევან თოიძემ გამოცდილება გააზიარა. პანელის სხვა სპიკერებს შორის აზერბაიჯანის ეროვნული დეპოზიტარის, ბაქოს საფონდო ბირჟისა და DriveWealth-ის წარმომადგენლები იყვნენ.
დისკუსიის ფარგლებში, ქეთევან თოიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კაპიტალის ბაზრების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
მისი შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კაპიტალის ბაზრების მიმართულებით ინიციატივების განხორციელება:
„ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვნად გავზარდოთ კაპიტალის ნაკადები ბაზრებს შორის რეგულაციების თანხვედრის, ინფრასტრუქტურული ინტეგრაციის, ინვესტორებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ციფრული პლატფორმების ურთიერთდაკავშირების გზით. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ბირჟებს, საინვესტიციო კომპანიებსა და მარეგულირებლებს შორის ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და რეგიონში ფინანსურ მდგრადობას გააძლიერებს“ - განაცხადა ქეთევან თოიძემ.
გალტ & თაგარტი, როგორც ქვეყანაში წამყვანი საინვესტიციო ბანკი, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს.
(R)
თაგები:
გალტ & თაგარტი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


