
ავტორი
Front News საქართველო
გალტ & თაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში“ გამართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო გალტ & თაგარტის მიგნებები საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების, მაკროეკონომიკური მოლოდინებისა და დასავლეთ საქართველოს ორი მნიშვნელოვანი რეგიონის - იმერეთისა და სამეგრელოს - ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ.
კონფერენციაზე გალტ & თაგარტის მთავარმა ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარმოადგინა და 2026 წლის პროგნოზებზე ისაუბრა. გალტ & თაგარტი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 7%-იან ზრდას პროგნოზირებს და საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად რჩება რეგიონში.
კონფერენციის მეორე ნაწილი იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკებს დაეთმო. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, იმერეთი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მესამე რეგიონია და ქვეყნის ეკონომიკის 7.7%-ს ქმნის, ხოლო სამეგრელოს წილი 5.5%-ს შეადგენს, რაც რეგიონს მეხუთე ადგილზე აყენებს.
გალტ & თაგარტის შეფასებით, იმერეთის ეკონომიკა ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა და 2025 წელს 8.1 მილიარდ ლარს მიაღწია. რეგიონში ეკონომიკური აქტივობა არაერთ დარგზე, მათ შორის, მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებასა და უძრავ ქონებაზეა გადანაწილებული.
სამეგრელოს ეკონომიკაც სტაბილური ზრდით ხასიათდება. ბოლო ათ წელიწადში რეგიონის ეკონომიკა ასევე თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2025 წელს 5.8 მილიარდ ლარს მიაღწია. რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ტრანსპორტისა და მრეწველობის სექტორებს აქვს, რომლებიც ეკონომიკის დაახლოებით მესამედს ქმნის.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ურბანიზაციის, უძრავი ქონების ბაზრისა და საინვესტიციო აქტივობის ტენდენციებიც.
გალტ & თაგარტის კვლევების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://galtandtaggart.com/ka/research
(R)
თაგები:
გალტ & თაგარტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს