გამარჯვება მცირე სხვაობით - ნავროცკი პოლონეთის ახალი პრეზიდენტია

ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებული "კანონისა და სამართლიანობის“ კანდიდატი კაროლ ნავროცკი გახდა.
სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 100 %-ის დათვლის შემდეგ მან ამომრჩეველთა ხმების 50.89% - 10,606,628 ხმა მიიღო.
მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ 49,11% ანუ 10 237 177 ხმა დააგროვა.
კანდიდატებს შორის სხვაობა ერთ პროცენტზე ნაკლები იყო - დაახლოებით 370 ათასი ხმა.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო.
თაგები:
კაროლ ნავროცკი




