“გამარჯვება, თანაც ლეგენდარულ როჯერ ფედერერთან, ორმაგად სასიხარულოა, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!”

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელ ლეგენდა როჯერ ფედერერთან გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს წარმატებულ ასპარეზობას! გამარჯვება, თანაც ლეგენდარულ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერთან, ორმაგად სასიხარულოა. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა! გილოცავთ!“,- წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


