“გამო, შენი შვილის გამო! ჩემი შვილის გამო! ჩვენი გოგოების გამო გამო!!!” – დღეს “1000 მშობლის მარში” გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს "1000 მშობლის მარში" გაიმართება. აქციის ლოზუნგია – "გამო, შენი შვილის გამო! ჩემი შვილის გამო! ჩვენი გოგოების გამო გამო!!!".
"ქალთა მოძრაობამ" "ათასი მშობლის მარშის" მოწყობა სიმბოლურად სწორედ ქალთა საერთაშორისო დღეს დაამთხვია.
დღევანდელი აქციით მისი ორგანიზატორები ბოლო დროს გოგოებისა და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მომხდარი საზარელი შემთხვევები სახელმწიფო ინსტიტუციების არასათანადო რეაგირების შედეგია.
თბილისში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. თბილისის პარალელურად, ანალოგიური აქცია გაიმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები.
თაგები:
