Logo

გამოძიებამ რიკი ჰეტონის გარდაცვალების მიზეზი დაასახელა

სპორტი
165
Frontnews image description

კრივში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის რიკი ჰეტონის გარდაცვალების საქმეზე დაწყებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სპორტსმენმა 14 სექტემბერს საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.

პოლიციას აქამდე სიკვდილის მიზეზი საჯაროდ არ გამოუცხადებია.

46 წლის ჰეტონი მანჩესტერში, საკუთარ ბინაში მისმა მენეჯერმა პოლ სპიკმა უგონო მდგომარეობაში იპოვა.

ბოლო წლებში სპორტსმენი ღიად საუბრობდა ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან და დეპრესიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს მანჩესტერში რიკი ჰეტონის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ტაისონ ფიური, ჯგუფ "Oasis”-ის მომღერალი ლიამ გალაგერი და ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრები.

რიკი ჰეტონი, მეტსახელად „ჰიტმენი“, მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მოკრივე იყო, რომელმაც რამდენჯერმე მოიპოვა მსოფლიოს ტიტული, მათ შორის მსუბუქ წონაშიც.

თაგები:

კრივი
Advertisement