“გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია სწორედ დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე”


ავტორი
Front News საქართველო
დავით გარეჯის საქმეზე გამოძიების აქცენტი იმ პირების დადგენაზე გაკეთდება, ვისი დავალებითაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დაკავებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არის დადასტურებული.
"ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართული არის სწორედ დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისკენ და საგამოძიებო ორგანო ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს. მათ შორის, თქვენთვის ცნობილია, რომ ერთი პირი დღეს უკვე იმყოფება გამოკითხვაზე“, – განაცხადა სადრაძემ.
გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე უკვე მესამედ იკითხება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს