
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობისაც" საბოლოო ჯამში, პარლამენტში შევა.
"ოპოზიციაში არის განსხვავებული აზრი პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობაში". ეს ვთქვით ჩვენ 4-5 თვის წინ, რომ არის ხალხი, რომელიც თვლის, რომ სწორი არის შესვლა პარლამენტში, ამის გამო მაშინ გამოგვაცხადეს სამშობლოს გამყიდველებად, ბიძინაზე მიყიდულებად, რავი, ათასი სიბინძურე თქვეს, მაგრამ ხო დაადასტურა დრომ, რომ ეს იყოს სრული სიმართლე, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად ვიცოდი, რომ მაშინაც მომხრე იყვნენ შემოსვლის, დღეს უკვე ღიად ამბობენ, რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში.
საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ სრულად თუ არა მათი დიდი ნაწილი შემოვა პარლამენტში", – აცხადებს იოსელიანი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს