“გამოიძიეთ დანაშაული და ნუ ებრძვით თავისუფალ მედიას”


ავტორი
Front News საქართველო
"ლელო“ "ტვ პირველს" და ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"საქართველოს პროკურატურის და სასამართლოს ქმედებებიდან აშკარა ხდება, რომ მათი მიზანი, არა უმაღლესი თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიება, არამედ დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის გაჩუმებაა.
გამოიძიეთ დანაშაული და ნუ ებრძვით თავისუფალ მედიას, ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენს გზას ევროატლანტიკური მიმართულებით და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას!
"ქართულმა ოცნებამ" უნდა გაითავისოს – მედია თავისუფალია! ჟურნალისტური საქმიანობა კი ხელშეუხებელი!
ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს კრიტიკული მედია, ეს დაუშვებელია!
"ლელო“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტვ1-ს და ყველა დამოუკიდებელ მედია საშუალებას", – აცხადებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს