Logo

გამოკითხული მოსახლეობის 50%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის

პოლიტიკა
27.01.2022 / 13:40
Frontnews image description

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

 

კითხვაზე – თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? 39% აცხადებს, რომ არის,  50% აზრით არ არის, 11%-მა არ იცის.

 

NDI-ის კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის საქართველოში დემოკრატიაა, თუმცა დანარჩენი მოსახლეობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს. 

 

კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი

 

არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

თაგები:

კვლევა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები